7 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
2014 წლის 8 მაისს ფუტკრის პროდუქტების მსოფლიო ბრენდ "ტენტორიუმის" სერვის ცენტრი ქალაქ ბათუმში (ვაჟა-ფშაველას N 6-ში) გაიხსნება. ბათუმში ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია ღონისძიებები. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე 8 მაისს დილიდან ღია ავტობუსით საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.
საღამოს 20:00 საათზე პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში "გაიმართება. სადაც კომპანიის ხედვა და მისი სამომავლო გეგმები იქნება წარმოდგენილი, კომპანიის პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მერიის, საკრებულოს, ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის.
ცნობისათვის, კომპანია ,,ტენტორიუმი"მსოფლიო ბრენდია და მისი სერვის-ცენტრები მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ტენტორიუმი ფუტკრის უნიკალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: ჯანმრთელობის, ენერგიისა და სილამაზის ხაზით. "ტენტორიუმის" პროდუქციამ თავისი უნიკალურობით და ნატურალობით დიდი ნდობა მოიპოვა ქართველ მომხმარებელში.