ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის
27/02/2014


პრესრელიზი

27 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ქეთევან ასათიანი
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
კომუნიკაციების მენეჯერი
032 2 93 13 35 / 599 13 06 07
comm@gaccgeorgia.org www.gaccgeorgia.org
Facebook - Georgian Arts&Culture Center, South Caucasus Heritage Crafts
7 ნ. ნიკოლაძის ქუჩა, თბილისი

ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის

შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

ხუთშაბათს, 27 თებერვალს,პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტის „შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში; ტრადიციული რეწვა ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" &ნბსპ;შედეგების პრეზენტაცია..

კერძოდ
•ტრადიციული რეწვის სექტორის კომპლექსური კვლევა და განვითარების სტრატეგია.
• სამხრეთ კავკასიის ტრადიციული რეწვის ვებ-გვერდის პრეზენტაცია www.southcaucasuscrafts.ge
• გზამკვლევის "ტრადიციული რეწვის სახელოსნოები საქართველოში"პრეზენტაცია
•ეკონონმიკური განვითარებისთვის"საერთაშორისო კონფერენციის (26-28 სექტემბერი, 2013 თბილისი) მოხსენებათაკრებულის პრეზენტაცია
პროექტის ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს კულტურის როგორც ეკონომიკური რესურსის მცნების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრადიციული რეწვის ინოვაციური დიზაინისა და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის კონკურსი, გამარჯვებული კი გაემგზავრა იტალიის ქალაქ მილანში ყოველწლიურ საშობაო ბაზრობაზე L`ARTIGIANO IN FIERA

რესპონდენტები ინტერვიუსთვის
ოლივერ რაიზნერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების კოორდინატორი,
მაკა დვალიშვილი, პროექტის დირექტორი,&ნბსპ; ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ქეთი ასათიანი, კომუნიკაციების მენეჯერი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
მის: 7 ნ. ნიკოლაძის ქუჩა, თბილისი, 0108, საქართველო
ელ-ფოსტა: comm@gaccgeorgia.org

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა "ევროკავშირი 27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანებაა. მისი წევრები წლების განმავლობაში ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ, ახდენდნენ რესურსების მობილიზებას და საერთო მომავალს ქმნიდნენ. 50 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთად შექმნეს სტაბილურობის, დემოკრატიის და მდგრადი განვითარების არეალი. ამ პროცესში მათ შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ადამიანის პირადი თავისუფლებები. ევროკავშირის ამოცანა სწორედ ამ მიღწევების და ფასეულობების გაზიარებაა მის საზღვრებს გარეთ მყოფი ადამიანებისა და სახელმწიფოებისთვის."

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ,,ისტორიალი" არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციარომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა: კულტურის ორგანიზაციების და მუზეუმების, მცირედა საშუალო საწარმოების, ინდივიდულალური ხელოვანები და ხელოსნების ეკონომიკურისტაბილურობისა და საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება,განვითარება და პოპულარიზაცია; თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და საგამოფენოსაქმიანობის წარმოება; საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლითიპროგრამების გაზრდა; საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს მისიაა გაზარდოსსაქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, უზრუნველყოსქვეყანაში როგორც შემოყვანის, ისე შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება, ხელი შეუწყოსტურიზმის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, გაზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასაერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, უზრუნველყოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია დაძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება.
ტურიზმის სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია: საქართველოს, როგორც ტურისტულიდანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების საშუალებით(გამოფენები, პრესტურები, სარეკლამო კამპანიები და სხვა); ტურისტული ღირშესანიშნაობების (ბუნებრივიდა კულტურული) სათანადო კონკურენტუნარიანი ფასის მქონე ტურისტული პროდუქტად შეფუთვა; ქვეყნისმასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; სამომხმარებლო ფასეულობების სტანდარტებისშექმნა და მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა - პროდუქტი, ფასი, ხარისხი.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულიერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქის მთავრობის მიერ მიკუთვნებულ მრავალ უფლებამოსილებებს,როგორიცაა მაგალითად დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა, მონაწილეობასაერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში.
ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური მართავს დაკოორდინირებას უწევს ქ. თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს. სამსახურისმნიშვნელოვანი ორგანიზებული პროექტებია: ქ. თბილისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია;ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, ათასწლეულის განვითარების მიზნებითბილისში; შოპინგ ფესტივალი; ქალაქ თბილისის კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვისა დაბიუჯეტირების პროექტი და ა.შ
ევროპის სახლი არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიასაქართველოში ევროპული ფასეულობების წარმოჩენა და საქართველოსა და ევროპას შორისურთიერთობის გაღრმავება კულტურის განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.
თავისი საქმიანობით იგი ხელს უწყობს ადამიანთა დაახლოებასა და ევროპის ყველა მოქალაქისათვისსაჭირო ცოდნის გავრცელებას.
Arkanel LLC, სომხური საგამოფენო სააგენტო დაარსდა 1996 წელს. დაარსების დღიდან, მან ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია მრავალი მუზეუმის კოლექციის გამოფენას. სააგენტო აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია და სუვენირების წარმოება. მისი საქმიანობა მიზნად ისახავს ტრადიციული რეწვის განვითარების ხელშეწყობას სამუზეუმო ნიმუშების მოტივების შექმნის და სხვადასხვა ისტორიული პერიოდისვის დამახასიათებელი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

EkoSfera Centre არის აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კვლევების, საგანათლებლო საქმიანობის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით გზით აქტიურად მოღვაწეობს აზერბაიჯანის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ორგანიზაციის საქმიანობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტრადიციულ რეწვის განვითარებაზე. 1999 წლიდან Eკოშფერა ჩენტრე-ამ განახორციელა 50-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მიერ დაფინანასებული პროექტი (UNDP, UNESCO, World Bank, OSCE, Open Society Institute AF-Azerbaijan, GIZ, Ministry of Culture and Tourism, State Oil Company of Azerbaijan Republic , და ა.შ)

 

 

წაკითხულია: 6357