ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტრენერთა ტრენინგი გარემოსდაცვითი ინსპექტირების განხორცილების, გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შემუშავებისა და ტრენერის უნარ-ჩვევების შესახებ
03/09/2013

პრესრელიზი

3 სექტემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

ტრენერთა ტრენინგი გარემოსდაცვითი ინსპექტირების განხორცილების, გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შემუშავებისა და ტრენერის უნარ-ჩვევების შესახებ

ქ. ბათუმში იმართება ტრენერთა ტრენინგი გარემოსდაცვითი ინსპექტირების განხორცილების, გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შემუშავებისა და ტრენერის უნარ-ჩვევების შესახებ.

აღნიშნული ტრენერთა ტრენინგი მიზანად ისახავს კვალიფიციური ტრენერების მომზადებას, რომელთა დახმარებითაც მოხდება სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ქვეუწყების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ახალი კადრების გადამზადება.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ს.ს.დ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტისა და სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის" თანამშრომლები, ხოლო ტრენინგს გაუძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჰოლანდიელი ექსპერტები, რომლებიც უკვე მრავალი წელია გარემოსდაცვით საქმინობაში არიან ჩართულები.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ნიდერლანდების განსახლების, სივრცული დაგეგმვისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას. ასევე, საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიზნების მიღწევის მიზნით სპეციალისტების გაცვლას, მომზადებას და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.

წაკითხულია: 2531

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში