პრესრელიზი
ტრენინგი მედია კომუნიკაციაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის
2015 წლის 26-29 ნოემბერს ქ. ბათუმში „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის" ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის - „Development of Outdoor Adventure Tourism Network in Black Sea Region (DOOA)" ფარგლებში ტრენინგი მედია კომუნიკაციაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ტრენინგის მიზანი იყო ტურიზმის სექტორში მომუშავე სპეციალისტებისათვის ტურიზმის სფეროში ახალი და თანამედროვე კომუნიკაციისა და პიარ ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება ისეთ თემებზე, როგორიც არის: პიარ-საკომუნიკაციო სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება, მედიასთან ურთიერთობა და კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა.
ტრენინგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ტრენინგს წარუძღვა პიარექსპერტი პიარ სააგენტო „პერიტუს გრუპი„-ს დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი.
ტრენინგს დაესწრნენ ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტი ხუთი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, ბულგარეთი და თურქეთი).