პრესრელიზი
3 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
ბაკურიანში ღონისძიება პარკის ტერიტორიაზე დაიწყება 2 საათზე და გაგრძელდება საღამოს 8 საათამდე. დღის განმავლობაში მუსიკალური გაფორმების ფონზე გაიმართება სხვადასხვა სახის მხიარული შეჯიბრებები, მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით. გამარჯვებულებს ტურიზმის ადმინისტრაცია დააჯილდოვებს. სადღესასწაულო დეკორაციით მორთულ ტერიტორიაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე, სადაც ბარმენები მოამზადებენ გლინტვეინს და გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. დღის ბოლოს გაიმართება ნაძვის ხის სახალხო მორთვა, ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.
მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნა ჰაწვალის პარკის ტერიტორიაზე 10:00-18:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიება დილით სამთო-სათხილამურო სპორტში სპორტსმენებს შორის შეჯიბრით დაიწყება, მოგვიანებით კი მოყვარულებს შორის შეჯიბრით გაგძლედება. ღონისძიების დასასრულისკენ გამარჯვებულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სპეციალურად მომზადებული პრიზით დაჯილდოვდებიან. ჰაწვალის ტერიტორიაზე საღამოს მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გააფორმებს. დღის ბოლოს საჩვენებელ შოუს ჩირაღდნებით 40მდე მოთხილამურე გამართავს.