ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს
13/12/2013

პრესრელიზი

13 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით რეგულარულად ახორციელებს პრეს და გაცნობით ტურებს მიზნობრივი ბაზრებიდან.

9-15 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს 15 ტურ-ოპერატორს ყაზახეთის რესპუბლიკიდან და 6 კაციანი ჟურნალისტების ჯგუფს აზერბაიჯანიდან. ტურის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამთო-სათხილამურო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებზე. საქართველოში ვიზიტის დროს ტურის მონაწილეები ეწვევიან გუდაურს, ბაკურიანს, ბორჯომს, წყალტუბოს, ასევე მოინახულებენ თბილისის ისტორიულ უბნებს, მცხეთასა და სიღნაღს. ისინი გაეცნობიან სასტუმროების ბაზას როგორც დედაქალაქში, ასევე ზემოხსენებულ კურორტებზე. ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ თავიანთ ქართველ კოლეგებს, შემდგომში კონტაკტების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ყაზახეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ტურისტული ბაზრისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანულ და ყაზახურ ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. 2013 წლის 11 თვის განმავლობაში ყაზახეთიდან ჩამოვიდა 18 253 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია, ხოლო აზერბაიჯანიდან იმოგზაურა 978 584-მა ვიზიტორმა, რაც 15 %-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე „airAstan"-ამ ალმა-ატა თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირე კვირაში 5-მდე გაზარდა.

 

წაკითხულია: 3743

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში