9 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
2013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოს 5 000 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა ქვეყნის ისტორიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საზღვარი პოლონეთის მოქალაქე მათეუშ ვერნერმა გადმოკვეთა.
პოლონელმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში მეხუთმილიონე ტურისტი აღმოჩნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან საჩუქრები და სერთიფიკატი მიიღო. მას ორი დღით ჰოლიდეი ინი უმასპინძლებს, ყაზბეგში კი ყაზბეგი რუმსი. ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრია, ამიტომაც ეს ინფორმაცია მას ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ შეატყობინეს.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლატარეაში ძვირფასი რამ მოვიგე. ეს დიდი სიურპრიზი იყო. ბედნიერი ვარ. აშკარაა, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება. მე მიყვარს თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა" - განაცხადა მათეუშ ვერნერმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, აღნიშნული ციფრი აბსოლუტური რეკორდია, საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია 5 მლნ მოგზაური.