ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ბილაინი ერთობლივ აქციას აწყობენ
26/01/2011


პრესრელიზი

26 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ტურიზმის  ეროვნული სააგენტო  და ბილაინი ერთობლივ აქციას აწყობენ

[PUBLICITY.GE] თბილისი,  26 იანვარი, 2011 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური  გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

დღეიდან ბილაინის ქსელით სარგებლობა,  უფლისციხეში გახდა შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს  და  ბილაინის   მოწვევით, ახალი საბაზო სადგურის ამუშავებას მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, კი ჟურნალისტები  VII  საუკუნეში კლდეში ნაკვეთ ქალაქს მოინახულებენ.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს  დირექტორის მოადგილე   ბექა ჯაყელი და კომპანია ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი დაესწრებიან.

"ბილაინის ძირითად ამოცანას დაფარვის ზონის გაფართოება წარმოადგენს, კომპანიას დასახული აქვს, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის, დაფარვის ზონა   მაქსიმალურად მიუახლოვდეს სრულყოფილს.

ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს, იქ სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა"
ანდრეი პიატახინი, ბილაინი  გენერალური დირექტორი .

შეგახსენებთ, რომ   უკვე რამდენიმე თვეა,  ბილაინი  აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს   იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი  შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც  ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, უნდა მიმართონ ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, არაუგვიანეს  26  იანვრის, 18.00-სა.
უფლისციხეში სამგზავრო ავტობუსი გავა ბილაინის სათაო ოფისიდან , გორგასლის 6 ,  27 იანვარს 10.00-ზე.

წაკითხულია: 3877