ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკელი ტუროპერატოტების ჯგუფს მასპინძლობს
30/09/2013
მედია ანონსი

30 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკელი ტუროპერატოტების ჯგუფს მასპინძლობს

აქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში ამერიკელი ტუროპერატორებისაგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც 12 წამყვანი ტურისტული კომპანიის 15 წარმომადგენელი და 1 ჟურნალისტი არიან.

ამერიკელი ტურისტების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა კულტურულ ტურიზმზე. ტურის განმავლობაში მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის ისტორიული ნაწილი, მცხეთა, კახეთის რეგიონი, კერძოდ სიღნაღი, წინანდალი, გრემის მონასტერი, ასევე ანანური, გუდაური, ყაზბეგი, ბაკურიანი, ბორჯომი, გორი, უფლისციხე, ვარძია და ახალციხე.

კულტურული ტურიზმის შესაძლებლობების გარდა მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურას.

ინფო-ტურის დასასრულს, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ამერიკელი ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა, სადაც მონაწილეებს საქართველოს ცალკეული ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტებსა და მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, ამერიკელ ტუროპერატორებს შესაძლებლობა ქონდათ თავიანთ ქართველ კოლეგებთან შეხვედრის, კონტაკტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

წაკითხულია: 2290