18 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა საუდის არაბეთიდან ინვესტორს მასპინძლობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მესტიაში იმყოფება. აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფის "Aamal Group"-ის ხელმძღვანელ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს წევრ ბატონი იასინ ალ სურორის მონაწილეობით, რომელსაც ბატონი გიორგი სიგუა პირადად გაააცნობს სვანეთში არსებულ ტურისტულ პოტენციალსა და ინფრასტრუქტურას. შედეგად ბატონი იასინ ალ სურორი, თავის მხრივ პოპულარიზაციას გაუწევს აღნიშნულ პროდუქტს არაბეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებთან და ჟურნალისტებთან. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონი იასინ ალ სურორის ხელშეწყობით დეკემბრის თვეში საქართველოში გაიმართება პრეს-ტური, ხოლო მომავალი წლიდან იგეგმება ჩარტერული რეისების დანიშვნა საუდის არაბეთიდან საქართველოს მიმართულებით. იასინ ალ სუროური უკვე მეორედ იმყოფება საქართველოში, მან ხსენებული ვიზიტის ფარგლებში მესტიის გარდა მოინახულა აჭარა და ყაზბეგი. საინვესტიციო ჯგუფი "Aamal Group"-ი ივესტიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს და ორიენტირებულია ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი სიგუა მესტიის გამგებელს და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათთან ერთად განიხილა ტურიზმის სფეროში მიმდინარე საკითხები, ასევე სტუმართან ერთად მოინახულა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.