ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „FITOUR 2014“ მონაწილეობს
23/01/2014
პრესრელიზი

23 იანვარი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „FITOUR 2014" მონაწილეობს

2014 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა- ბაზრობაში „FITUR 2014" მონაწილეობს. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში, მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს 166 ქვეყნიდან, 7 532 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს. ზემოხსენებულ გამოფენაში საქართველო უკვე მე-7 წელია მონაწილეობს.

  „FITUR 2014"-ში საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილნი არიან შემდეგი კომპანიები: Visit Georgia, Georgica Travel, Georgian Discovery Tours, Caucasus Travel და Concord Travel

ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2013 წლამდე (2013 წლის 11 თვის მონაცემებით) ესპანეთიდან დაფიქსირდა ტურისტების 26% -იანი ზრდა.

FITUR 2014 ესპანეთის პრინცმა ფილიპმა გახსნა, გამოფენის ოფიციალურ გახსნას ასევე ესპანეთის ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ხოსე მანუელ სორია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. ოფიციალური გახსნის შემდეგ მათ მოინახულეს საქართველოს სტენდი, ბატონმა სორიამ გამოთქვა მზადყოფნა ესპანეთი-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად და ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად მოიპატიჟა.

საქართველოს სტენდი ევროპის რამოდენიმე ქვეყნის მინისტრთან ერთად მოინახულა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის პროგრამის კოორდინატორმა ბექა ჯაყელმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის ვიზიტი საქართველოში, სადაც მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმასპინძლებს, დაგეგმილია ასევე ტალებ რიფაის შეხვედრები სხვა მაღალი რანგის პირებთან.

 

წაკითხულია: 5564

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში