ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „AITF 2014” მონაწილეობს
04/04/2014
პრესრელიზი

4 აპრილი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „AITF 2014" მონაწილეობს

2014 წლის 3-5 აპრილს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა- ბაზრობაში „AITF 2014" მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოანია ქვეყნის ცნობადობის ამაღლების, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2013 წლამდე (2013 წლის 12 თვის მონაცემებით) აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა ტურისტების 15% -იანი ზრდა.
გამოფენის გახსნის დღეს საქართველოს სტენდს აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი და მომტენეგროს ტურიზმის მინისტრი ეწვიენ. მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
გამოფენაზე AITF მ/წელს ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილნი არინან კერძო სექტორის წარმომადგენლები: Georgian Trip, Trawellin, Face Travel, Marco Polo, Lomsia, Lopota, Gino Paradise , ასევე ქუთაისის მერია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი .

 

წაკითხულია: 4178

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში