ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პეკინში სართაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM 2014
16/04/2014

პრესრელიზი

16 აპრილი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა ჩანჩიბაძე
tourism@gnta.ge
2436999

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პეკინში სართაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM 2014

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამა წლის 9-11 აპრილს, მონაწილეობა მიიღო ჩინეთში, ქ. პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში COTTM 2014. საპრზენტაციო სტენდი საქართველომ წელს ჩინეთში პირველად წარმოდგინა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენის მონაწილეები კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ. კერძოდ სასტუმრო გუდაური მარკო პოლო და ასევე ტურისტული კომპანიები Caucasus Travel, Inter Georgia, Exotour, Georgian Wonders, Travel Shop, Georgian Holidays.

საქართველოს სტენდს, როგორც ადგილობრივი ტურ-ოპერატორები, ასევე სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოები სტუმრობდნენ. ტურისტული მიმართლებების რეკლამირების გამოცდილი სპეციალისტები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩინეთში სარეკლამო კამპანიების ორგანიზების სერვისს სთავაზობდნენ.

გამოფენის ფარგლებში არაერთი პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრები ასევე გაიმართა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. მათ მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოში პრეს ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

გამოფენის დასასრულს, საქართველოს სტენდი მოინახულეს საქართველოს ელჩმა ჩინეთში დავით აფციაურმა და ელჩის პირველმა მდივანმა არჩილ კალანდიამ. ისინი ქართველ ტუროპერატორებს ჩინეთის ბაზრის სპეციფიკასა და თავისებურებებზე ესაუბენ .

ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია მსოფლიოში. ქვეყნის მოსახლეობა 1 300 000 000 შეადგენს. 2012 წლისათვის ქვეყნის გარეთ მოგზაური ჩინელი ტურისტების რაოდენობამ 83 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 2020 წლისათვის კი ვარაუდობენ რომ ეს რიცხვი 200 მილიონს მიაწევს. ჩინეთის მზარდი ეკონომიკის გავლენა ტურისტების მხარჯველთუნარიანობაზეც დადებითად აისახება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.

წაკითხულია: 4122

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში