ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტუდენტებს, საინტერესო შემოთავაზებით მიმართავს.
პრესრელიზი
6 მაისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა ჩანჩიბაძე
tourism@gnta.ge
2436999
ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივა- „ მობილური გიდები"
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტუდენტებს, საინტერესო შემოთავაზებით მიმართავს. მათ ვისაც სურთ ტურიზმის სფეროში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ, ზაფხულის სეზონზე მუშაობის გამოცდილების მიღების უნიკალური შანსი ეძლევათ. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს, რომლებიც ინგლისურ და რუსულ ენას ფლობენ, შესაძლებლობა ექნებათ „მობილური გიდის" ფუნქცია შეასრულონ და ამით საჭირო გამოცდილებასთან ერთად ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში ჩაებან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „მობილური გიდი" უცხოელ ტურტისტებს დედალაქალის უკეთ გაცნობასა და საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ამისათვის კონკურსის მეშვეობით, შერჩეულ კანდიდატებს დაურიგდებათ შესაბამისი ბეჭდვითი-სარეკლამო მასალა; ასევე ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტუდენტების სპეციალურ ბრენდირებულ ჩაცმულობას;
შერჩეული სტუდენტები ტურისტებს მობილური გიდის მომსახურებას: თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, შარდენის ქუჩაზე, აბანოთუბანსა და ნარიყალას ტერიტორიაზე გაუწევენ.
პრაქტიკული სამუშაოს დაწყებამდე სპეციალურ ტრეინინგს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტუდენტები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გაივლიან.
დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისის ჩათვლით CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე n.kinkladze@gnta.ge უნდა გამოაგზავნონ. პრაქტიკანტები გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.
„მობილურ გიდებს" პრაქტიკის წარმატებულად დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატი და პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა გადაეცემათ.