1 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
უალტერნატივო შემოთავაზება ბილაინის აბონენტებისათვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 მარტი, 2011 წელი - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი , ახალი სატარიფო გეგმას " ნონ სტოპი " სთავაზობს მომხმარებელს.
სატარიფო გეგმის მიხედვით, ბილაინიდან ბილაინზე შეუზღუდავი საუბარი არის უფასო, ხოლო სხვა ქსელებთან საუბარი წუთში 10 თეთრი ჯდება.
სატარიფო გეგმის მიხედვით, 1 სმს-ის ღირებულება 1 თეთრია, ხოლო 1 მეგაბიტი ინტერნეტის ღირებულება არის 10 თეთრი.სატარიფო გეგმაზე ზარის წამოწყების ღირებულება 5 თეთრია. ბილაინის სხვა სატარიფო გეგმის აბონენტმა სატარიფო გეგმაზე "ნონ-სტოპი" გადასვლისთვის უნდა დარეკოს ნომერზე 06412025 ან 20 06 06.სატარიფო გეგმაზე გადასვლა სხვა სატარიფო გეგმიდან 5 ლარი ღირს, ხოლო სხვა ქსელების აბონენტებისათვის ნომრის შეუცვლელად , ბილაინის ქსელში ამ სატარიფო გეგმაზე გადმოსვლა უფასოა.
" ნონ სტოპი არის ულატერნატივო სატარიფო გეგმა საქართველოს ბაზარზე. ჩვენს სლოგანს " ნუ გადაიხდი მეტს, გადმოდი ნონ სტოპზე" ნამდვილად ამართლებს სატარიფო გეგმის პარამეტრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეთავაზება ერთნაირად მომხიბლელი იქნება, როგორც ბილაინის არსებული, ისე ახალი აბონენტებისათვის, და ასევე მათთვის, ვისაც სხვა ქსელებიდან პორტირების მეშვეობით, ნომრის შეუცვლელად უნდათ, რომ ისარგებლონ ბილაინის განსაკუთრებული შეთავაზებით " - თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი