პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
4 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი: ქეთი კვიტატიანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ტელ: 957 010
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge
ვებ.გვერდი: www.mes.gov.ge
უნარშეზღუდული მოსწავლეები დაუბრკოლებლად ივლიან სკოლაში თანატოლებთან ერთად
[PUBLICITY.GE] თბილისი, 4 ოქტომბერი, 2007 - ინკლუზიური სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით გორის მე-4, ბათუმის მე-6 და თბილისის მე-10 და 180-ე სკოლებს თანამედროვე მიკროავტობუსები გადაეცემათ.
”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის” ფარგლებში, დედაქალაქის ათ სკოლაში ინკლუზიური სწავლების მოდელის დანერგვა დღემდე მიმდინარეობს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების რეალიზაციის ხელშეწყობისათვის ახალი მეთოდოლოგიები და მიდგომები საგანგებოდ შემუშავდა.
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა 2006 წლიდან დაიწყო. ინკლუზიური განათლების დანერგვაში სკოლებს მულტიდისციპლინარული გუნდი დაეხმარება.
ინკლუზიური განათლება თბილისის № 67-ე, 24-ე, მე-10, 180-ე, 87-ე, მე-60, 181-ე, 21-ე და 160-ე საჯარო სკოლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ჩართვას ერთიან სასწავლო პროცესში.
პროექტის თანადამფინანსებელია ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტრო, რომელმაც გრანტის სახით 480 ათას ლარამდე გამოყო ინკლუზიური განათლების პროექტის განხორციელებისათვის.
###