ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ურბანული არტის ფესტივალი “არტ აქტივი” 2013
23/07/2013

პრესრელიზი

22 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარა ბოკუჩავა
+995 32 292 33 95/96/97;
577 454313;

ურბანული არტის ფესტივალი "არტ აქტივი"

20133-4 აგვისტო, 11:00 საათზე, მესტიაში, ბეთქილის ტერიტორიასა და პირველი საჯარო სკოლის ეზოში „ინტერნიუსი-საქართველო", ევროკავშირის პატრონაჟით მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად გამართავს ურბანული არტის ფესტივალს "არტ აქტივი" 2013. http://www.youtube.com/watch?v=OsMPaDl4CsY&feature=youtu.be

მესტიის ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმარია ბრიტანელი ხელოვანი რიჩარდ რეინოლდსი www.guerrillagardening.org. ღონისძიება პირდაპირ ეხმაურება დანაგვიანების პრობლემატიკას და არის პლასტიკური ნარჩენების შემცირების არაპირდაპირი პროპაგანდა ახალგაზრდობის განათლებასა და მათ ცნობიერებაზე ზეგავლენის მცდელობით. ღონისძიების ფარგლებში ბავშვები სვანეთის 5 სკოლიდან და ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად იმუშავებენ მესტიაში დაბინძურებული ტერიტორიების გასუფთავებაზე (ბეთქილის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ კი მოეწყობა ვორკშოპი ნივთების მეორადი გამოყენების შესახებ. დასასრულს კი შედგება პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, სადაც აქტიურად ჩაერთვება მოსახლეობა

ურბანული არტის ფესტივალი „არტ აქტივი" არის ამ სახის პირველი ფესტივალი, რომელიც ჩატარდება საქართველოს რეგიონებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. ღონისძიებები გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებს 10-30-წლის ასაკის ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ორგანიზებულია ინტერნიუს-საქართველოს მიერ მოწვეულ ხელოვან კურატორებთან, ნინი ფალავანდიშვილთან (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მხატვრულ სახეს.

წაკითხულია: 2401