ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/09/2022
უფასო კვლევები თელავის მაცხოვრებლებისთვის

23 სექტემბერს, თელავში, ონკოლაინ ჯორჯია სკრინინგის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თელავის მერიის მხარდაჭერით, თელავის რეფერალური საავადმყოფო (ვ.სეხნიაშვილის ქ. 1 0 მართავს უფასო კვლევებს თელავის მაცხოვრებლებისთვის.

კვლევა მოიცავს:


• ძუძუს სრული კვლევა
• მამოლოგის კონსულტაცია:
• მამოგრაფია;
• ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
• საშვილოსნოს ყელის კვლევა


კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც ონკოლაინ ჯორჯიას ცნობიერების ამაღლების კამპანიის ,,გეგმიური კვლევა შენს სიცოცხლეს აზღვევს" ფარგლებშია დაგეგმილი.



კამპანიის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გეგმიურ კვლევებთან დაკავშირებით და ამით, დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს, ან იმდენად ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს, რომ დროულად, შესაბამისად, ეფექტურად წარიმართოს მკურნალობის პროცესი.
ონკოლაინ ჯორჯია ერთადერთი ონკოსაინფორმაციო პლატფორმაა საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებზე ინფორმაციის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება, საჭიროებების გამოკვეთა და სწრაფი და დროული რეაგირება. სწავლობს ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრობლემებს და ახდენს ადვოკატირებას, ხელს უწყობს ონკოპაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას და მათი უფლებების დაცვას.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
oncolinegeo@gmail.com
+995 902 412
ნანა ცინაძე


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1265