პრესრელიზი
25 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნანა ბოლქვაძე
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
PR მენეჯერი
+995 32 389833
+995 32 389844
+995 99 508083
nbolkvadze@gsmea.ge
www.gsmea.ge
უფასო კონსულტაციები HACCP ან ISO 22000 სტანდარტების დანერგვის თაობაზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 იანვარი, 2011 წელი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA) და Policy and Management Consulting Group (PMCG) საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიცირებას - HACCP ან ISO 22000 სტანდარტების დანერგვის შესაქხებ უფასო კონსულტაციებს, ეგრედწოდებულ ნულოვან აუდიტს სთავაზობენ.
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონის თანახმად ყველა სახის სურსათის და ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები, ასევე კვების პროდუქტების დისტრიბუტორი, მათ შორის რეალიზატორი კომპანიები ვალდებულნი არიან საწარმოში დანერგონ მიკვლევადობისა და საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემები (HACCP).
GSMEA-ს შესახებ:
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია - GSMEA არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობაა. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარება სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან.
PMCG-ს შესახებ:
PMCG-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოების მიერ აკრედიტირებული აუდიტორ-კონსულტანტები, საშუალებას იძლევა HACCP სისტემა დაინერგოს ყველაზე ხარისხიანად და სწრაფად. PMCG-ს გააჩნია 10 წლიანი გამოცდილება HACCP სისტემის წარმატებით დანერგვაში და უკვე განხორციელებული აქვთ მრავალი წარმატებული პროექტი სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: შპს „აგარა შუგარ მენეჯმენტი", შპს „სანტე", შპს „M ჯგუფი", შპს „ენისელი", შპს „ფუდ სერვისი", შპს „LGM", შპს „ბიო კოდეკი", შპს „თხილის ქარხანა" და სხვა.
სურვილის შემთხვევაში, GSMEA-ს და PMCG-ს საერთაშორისო აუდიტორ-კონსულტანტები უფასოდ ჩაატარებენ კომპანიის „ნულოვან აუდიტს" (კომპანიაში არსებული სიტუაციის ანალიზი HACCP სტანდარტებთან მიმართებაში), რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს:
HACCP სისტემის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყოველ პარასკევს 4-დან 6 საათამდე PMCG-ს ოფისში იმართება უფასო საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები PMCG-ს საერთაშორისო აუდიტორ-კონსულტანტების მიერ.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ საკონტაქტო პირს, ბატონ ნიკო თევდორაშვილს (Policy and Management Consulting Group (PMCG), 20 Shevchenko str, Tbilisi 0108, Georgia, Tel./Fax: +99532 92 11 71, Mobil: +99551 10 00 08, office@pmcg.ge http://www.pmcg.ge/