ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/10/2026
უწყვეტი საექთნო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა

2026 წლის 8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი ქორთიარდ მარიოტში" (თბილისი, თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება შეხვედრა უწყვეტი საექთნო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

შეხვედრას ორგანიზებას უწევს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ექთნების ასოციაციას, საქართველოს კარიტასსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სასწავლო პროგრამის შემუშავების, აკრედიტაციის და განხორციელების წესის პროექტი და უწყვეტი საექთნო განათლების სისტემისთვის მომზადებული ხუთი სასწავლო პროგრამა, რომლებიც მოიცავს მედიკამენტების უსაფრთხო ადმინისტრირებასა და დოზირებას, ინფექციის კონტროლს, ეფექტურ კომუნიკაციას, სწავლებასა და მენტორობას, ჯანდაცვის ხარისხსა და ექთნის პროფესიულ პასუხისმგებლობას, ასევე გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვას.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საექთნო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ უწყვეტი საექთნო განათლების სისტემის განვითარების საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.


 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,
საკონტაქტო პირი:
მანანა ყუბანეიშვილი,
მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი,
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
მობ: 599 43 10 77

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 146