ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფაბლისთი ჯგუფისა და არაბული კომპანიის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
04/06/2013

 

პრესრელიზი  


4 ივნისი, 2013 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

ფაბლისთი ჯგუფისა და არაბული კომპანიის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

 

მიმდინარე წლის მაისში კომპანია ფაბლისითი ჯგუფის ხელმძღვანელობა საქმიანი ვიზიტით დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ავიაკომპანია flydubai-ს მენეჯმენტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის დეტალები, მიმდინარე ცვლილებები და სხვა სტრატეგიული მიზნები იქნა განხილული.

ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც დუბაის პირველმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და შესაფერისი პარტნიორის შერჩევა გადაწყვიტა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფაბლისითი ჯგუფის, როგორც პიარ სააგნეტოს ურთიერთობა მსხვილ არაბულ კომპანიასთან.

flydubai-სთან 2 წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ფაბლისითი ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა. პიარ სააგენტომ უზრუნველყო სამი განსაკუთრებით მინიშვნელოვანი ტურის ორგანიზება დუბაიში. მათ შორის იყო მედია ტური სახელმწიფოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მონაწილეობით - 2011 წელს, ქართველ ჟურნალისტთა ვიზიტი -  2012 წელს და 2013 წლის მაისში ჩატარებული მედია ტური ATM-ზე. 6-9 მაისს მიმდინარე არაბულ ბიზნეს ტურიზმის გამოფენაზე პიარ სააგენტო ფაბლისითი ჯგუფმა საერთაშორის მედია ჯგუფს უხელმძღვანელა, სადაც ქართველი ჟურნალისტების გარდა აზერბაიჯანელი, რუსი, პოლონელი და უკრაინელი მედია წარმომადგენლები შედიოდნენ. ქართველ ჟურნალისტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ მისი აღმატებულება გაიტ ალ გაიტის და ინტერვიუ ჩაეწერათ კომპანიაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.



"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 60 მიმართულებიდან სწორედ საქართველო მოხვდა იმ ძირითად ნაწილში, სადაც ავიკომპნიამ პიარ სააგენტოს მომსახურების სურვილი გამოთქვა. ფაბლისითი ჯგუფი კი მსოფლიო ბაზრის 5 ლიდერ ქვეყნების გვერდით დაფიქსირდა. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტულ ჯგუფში მოხვედრა, სადაც კუვეიტი, ალბანეთი, უკრაინა და რუსეთია წარმოდგენილი ფაბლისითის დიდი წარმატებაა. ეს ყოველივე  კი ჩვენი გუნდის დიდი შრომის შედეგია, რაც არა მარტო კომპანიის არამედ მისი კლიენტების წარმატებულ განვითარებაზეც მეტყველებს - განაცხადა კომპანიის პიარ ექსპერტმა მაიკო ჩიტაშვილმა

თანამშრომლობის ახალი ეტაპი კი, რომელიც კომპანიებს შორის უკვე შეთანხმდა და ხელი მოეწერა, განახლებულ პიარ სტრატეგიაზე იქნება დაფუძნებული. ახალი მიდგომა ბევრად უფრო მრავლის მომცველია და იგი ქვეყნებს შორის ტურისტულ და ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს. სტრატეგიის მიზანია, ერთის მხრივ დუბაის, როგორც ტურისტული და ბიზნეს ცენტრის პოპულარიზაცია საქართველოში და მეორეს მხრივ საქართველოს, როგორც კულტურილ და ტურისტული კერის პოპულარიზაცია აზიელი ტურისტებში.

###

კომპანია ფაბლისითი ჯგუფი 2007 წლიდან მოღვაწობს ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე იგი აერთიანებს 5 სხვადასხვა მიმართულებას: რეგიონალური სიახლეების სააგნეტოს - regions.ge , პრესრელიზებისა და კორპორატიული სიახლეების გავრცელების სააგენტოს- publicity.ge , საგანმანათლებლო პორტალს პიარ სპეციალისტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სტუდენტებისათვის - prguide.ge , პიარ საკონსულტაციო სააგენტოს - prhypermarket.ge და პირველ ონლაინ კვლევის სააგენტოს polling.ge -ს.

წაკითხულია: 2727