ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/02/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი - ინოვაციები და სინერგია მომავლის ტექნოლოგიებთან

ფაბლისითი ჯგუფი" (Publicity Group) საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიაა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან  თანამშრომლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების, ღონისძიებების მენეჯმენტისა და მედია სერვისების მიწოდების მიმართულებით. კომპანიას პარტნიორები ჰყავს როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკაში, აზიაში და ის მსოფლიოს წამყვან პიარ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთანაც წარმატებით თანამშრომლობს.


 

„ფაბლისითი ჯგუფის" დაარსების იდეა 15 წლის წინ გაჩნდა, როდესაც თანამოაზრეების გუნდმა და პირველმა კომუნიკაციის სპეციალისტებმა საქართველოში გადაწყვიტეს ისეთი მომსახურების შექმნა, რომელიც მედიასა და პიარ პრაქტიკოსებს გაუდავილებდა რეგულარულ ურთიერთობას. ასე შეიქმნა, „ფაბლისითი ჯგუფის" პირველი ციფრული პროექტი, პრესრელიზების გავრცელების სერვისი PUBLICITY.GE, რითაც მაშინ ერთგვარი ჯაჭვიც კი შეიქმნა მედიასა და პიარ პრაქტიკოსებს შორის. კომპანია თავიდანვე აქცენტს ციფრული პროექტების მიმართულებით აკეთებდა. შედეგად, კომპანიამ მალევე შექმნა რიგით მეორე პროექტი, REGIONS.GE - რეგიონალური სიახლეების გავრცელების სააგენტო, სადაც რეგიონული მედიის მიერ გავრცელებული მასალა თავს იყრიდა და მკითხველს ერთ ადგილზე, საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნება შეეძლო. ფაქტობრივად ეს პროექტი, რეგიონალური მედიის ჰაბს წარმოადგენდა. ამ პროექტის განხროციელება, მაშინ შესაძლებელი გახდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.


ამ ორი პროექტის პარალელურად, კომპანია აქტიურად ანვითარებდა საკონსულტაციო მომსახურებას კომუნიკაციების მიმართულებით, რაც კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. ეტაპობრივად იზრდებოდა იმ კომპანიების და ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც ჩვენი კომპანიის მომსახურებებს იყენებდა. ასე ნელი ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნებით დაიწყო კომპანიამ ოპერირება 2008 წლის დასაწყისში" - ამბობს მაიკო ჩიტიშვილი, ,,ფაბლისითი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.


ძირითადი საქმიანობის პარალელურად, კომპანია აქტიურად იყო ჩართული საკომუნიკაციო დარგის განვითარების ინიციატივებში. მაგალითად, პიარ და საკომუნიკაციო პრაქტიკის პოპულარიზების მიზნით, ჯერ კიდევ 2008 წელს კომპანიამ შექმნა საინფროამაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პორტალი PRGUIDE.GE, რომელიც იმ დროს, პირველი ქართულენოვანი რესურსი იყო, სადაც ქართულ ენაზე ბევრი საინტერესო ინფორამცია იყრიდა თავს. წლების განმავლობაში, ამ რესურსით უამრავმა დარგის პროფესიონალმა და სტუდენტმა ისარგებლა.


ამ ბუტიკური ტიპის კომპანიაში 10-მდე პროფესიონალი კომუნიკაციების სპეციალისტია დასაქმებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი - რევაზ ნატროშვილი ორი ათეული წელია, რაც პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "პროსერვისის" დამფუძნებელი და მმართველია, რომელიც დღეს მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ქლაუდ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის დატა ცენტრი კი, ერთ-ერთი დიდი პროექტია რეგიონში. „ფაბლისითი ჯგუფის" და „პროსერვისის" სინერგია კი მომხმარებელს მრავალი განსხვავებული სერვისის და პროდუქტის შეეთავაზების შესაძლებლობას აძლევს.


,,ფაბლისითი ჯგუფის" მოკლევადიანი გეგმა პანდემიიდან გამომდინარე დღევანდელ ბიზნესგარემოში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება და ისეთი სერვისების შეთავაზებაა, რომელიც მოქნილი და ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით კი მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სტრატეგიულ კომუნიკაციებში შესაბამისი მომსახურება სჭირდებათ. ამ მხრივ შემუშავდა მომსახურება „დისტანციური PR ოფისი", რომელიც ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მინიმალური დანახარჯებით და გამოცდილი სააგენტოს დახმარებით მომსახურების სრული პაკეტი მიიღონ. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ამ ახალი მომსახურების დანერგვის მიზნით უკვე მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 2022 წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2110