პრესრელიზი
22 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფმა გასული წელი შეაჯამა
[PUBLICITY.GE], თბილისი, 22 იანვარი, 2013 - კომპანია ფაბლისითი ჯგუფი, რომელიც უკვე 6 წელია რაც საკომუნიკაციო ბაზარზე წარმატებით განაგრძობს განვითარებასა და ზრდას, გასული წლის შედეგები მედია წარმომადგენლებთან და კოლეგებთან ერთად შეაჯამა.
ფაბლისითი ჯგუფში თვლიან, რომ
2012 წელი საკმაოდ სტაბილური და
წარმატებული იყო, რაც განპირობებული იყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების
ჩამოყალიბების დაწყებით, როგორც ადგილობრივ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისევე
საერთაშორისო ბიზნეს კომპანიასთან, რომლის საკომუნიკაციო მხარდაჭერას ფაბლისითი ჯგუფი
საქართველოში ეწევა.
დღეს-დღეობით ფაბლისითი ჯგუფი 5 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა
Regions.GE - პირველი რეგიონული სიახლეების სააგენტო საქართველოში,
რომლის განსაკუთრებული ხელშეწყობა და ინოვაციური განვითარება სწორედ 2013 წელს იგეგმება. ასევე მიმდინარე წლის სტრატეგიშია კომპანიის საკუთრებაში შემავალი პრესრელიზებისა
და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტოს Publicity.GE -ს
უფრო მეტად განვითარება და ახალი ინოვაციური სტრატეგიების
ინტეგრირება.
„იმედი გვაქვს ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტები განსაკუთრებულ ინტერეს გამოიწვევს ბაზარზე
და კომპანია ფაბლისითი ჯგუფის ეს ორი
მნიშვნელოვანი მიმართულება შეინარჩნუნებს ჩვეულ წარმატებას" - აცხადებს კომპანია ფაბლისითი ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ნატროშვილი.
ფაბლისითი
ჯგუფის გასული წლის შედეგების შეჯამება ჟურნალისტებთან ერთად სპეციალურ საღამოზე მოხდა, რომლის
დასასრულსაც კომპანიამ მოწვეული სტრუმრებისთვის ლატარეა გაათამაშა.
2012 წლის შეფასებისას კომპანიის პროექტების მენეჯერმა მაიკო ჩიტაშვილმა განსაკუთრებული მადლობა იმ მედია კომპანიების გადაუხადა, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მთელი წლის განმავლობაში ფაბლისითი ჯგუფთან
აქტიური თანამშრომლობით. "მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ მედია წარმომადგენლების
მიმართ, ვინც მთელი 2012
წელი თანამშრომლობდა კომპანიასთან, სწორედ მათი დიდი წვლილია ჩვენი წარმატებაც და ნებისმიერი სოციალური თუ კომერციული პროექტის სისრულეში მოყვანა". კომპანიის
პროექტების მენეჯერი ელდარ პირმისაშვილი ამბობს: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი მხლოდ კომერციულ პროექტებზე. ჩვენი მუდმივი ზრდისა და განვითარების პარალელურად
ჩვენი კომპანია და გუნდი სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ითვალისწინებს და ახალ საფხურზე გადასვლა მხოლოდ ბიძგია, რომ მეტი სოციალური პროექტის ინიციატორები და განმახორციელებლები ვიქნებით 2013 წელს".
კომპანია ფაბლისითი ჯგუფის მიერ ორგანიზაბულ საღამოზე სხვადასხვა პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული პრიზიც გათამაშდა. ბილეთი დუბაიში რადიოქალაქის ბიზნეს გადაცემის წამყვანს მარიკა ყარალაშვილს ხვდა წილად. სპეციალური პრიზი საქართველოში ავიაკომპანია
ფლაიდუბაის გენერალურმა დისტრიბუტორმა კომპანია Dubai.Ge
- მ დააწესა, რომელიც მუდმივად ცდილობს გაანებიბივროს და წაახალისოს საკუთარი მომხმარებელი პრომო აქციებითა და ფასდაკლებებით.
dubai.ge -ს პრიზის მფლობელი
###
კომპანია ფაბლისითი ჯგუფი 2007 წლიდან მოღვაწობს ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე იგი აერთიანებს 5 სხვადასხვა მიმართულებას: რეგიონალური სიახლეების სააგნეტოს - regions.ge , პრესრელიზებისა და კორპორატიული სიახლეების გავრცელების სააგენტოს- publicity.ge , საგანმანათლებლო პორტალს პიარ სპეციალისტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სტუდენტებისათვის - prguide.ge , პიარ საკონსულტაციო სააგენტოს - prhypermarket.ge და პირველ ონლაინ კვლევის სააგენტოს polling.ge -ს.