პრესრელიზი
7 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ნინა პერტენავა
სააგენტო PRIMA+ consulting
ტელ: +99532 931377
მობ: +99577 141444
ელ-ფოსტა: primanina@gmail.com
ფანდრაიზინგი ქართველი დევნილებისათვის
ორი ჯორჯიის თანამშრომლობა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 7 ოქტომბერი, 2008 - ატლანტა-თბილისის დაძმობილებული ქალაქების კომიტეტმა ატლანტის მერიაში ქართული კულტურისადმი მიძღვნილ პირველ ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ორგანიზება. მიღებას 200 სტუმარი დაესწრო. ორგანიზატორები, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მხოლოდ მცირე ჯგუფის შეკრებას ვარაუდობდნენ, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ატლანტის მერიამ ღონისძიებისათვის შესანიშნავი შენობა - ატრიუმი გამოყო, რომელიც დეკორირებულ იქნა ქართული სიმბოლიკით.
სტუმრებს ქართული კერძები შესთავაზეს. ღვინო კი ვაშინგტონიდან (ქართული ღვინის სახლი) ჩაომიტანეს. ეს იყო ქართული კულტურის ზეიმისა და ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცების საღამო. სტუმრებს შორის იყვენენ ატლანტაში მოღვაწე ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, ასევე ცნობილი ნეიროქირურგი კენეტ უოლკერი, რომელმაც 2004 წელს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ სააკაშვილისაგან საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. აღსანიშნავია ფაჩულიასა და უოლკერის წვლილი ქართველი დევნილებისათვის დახმარების გაწევაში.
ატლანტა-თბილისის დაძმობილებული ქალაქების კომიტეტმა ქართული ხელოვნების ნიმუშების და საიუველირო ნაწარმის აუქციონიც მოაწყო.
მთელი საღამოს განმავლობაში სლაიდ შოუს სახით წარმოდგენილი "ატლანტა-თბილისის დაძმობილებული ქალაქების კომიტეტის" პრეზენტაცია სტუმრებს კომიტეტის ოცწლიანი ისტორიის შესახებ უამბობდა. საქართველოში არსებობს ატლანტა-თბილისის საინიციატივო კომიტეტი, რომელიც ბევრი საინერესო პროექტების განხორციელებას აპირებს.
###