პრესრელიზი
16 აპრილი, 2013 |
ფასების ფესტივალი „თეგეტა მოტორსში"
მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, კომპანია „თეგეტა მოტორსმა" სპეციალური აქცია წამოიწყო. დღეიდან 1 ივლისამდე ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ჩაერთოს „ფასების ფესტივალში" და მოიძიოს მისი ავტომობილისთვის განკუთვნილი პროდუქცია განახევრებულ ფასად.
აქციისთვის განსაზღვრული პროდუქცია, რომლის შეძენაც მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლება, მოიცავს: სათადარიგო ნაწილებს, ინსტრუმენტებს და ელექტრო ინსტრუმენტების აქსესუარებს, საბურავებსა და საცხებ-საპოხ მასალებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. პროდუქციის რაოდენობა და ასორტიმენტი შეზღუდულია, ამიტომ „ფასების ფესტივალში" მონაწილეობისთვის მომხმარებელმა უნდა დარეკოს კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე 224-44-44 ან მიმართოს „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალს და შეარჩიოს მისი ავტომობილისთვის განკუთვნილი სასურველი პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, მომხმარებელს პრემიუმ ბრენდების პროდუქციის მოძიებაც შეეძლება.
„თეგეტა მოტორსი" მომავალშიც განაგრძობს სპეციალურ აქციებს მომხმარებლის წახალისების მიზნით. გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, კომპანია ურჩევს მომხმარებელს სათანადო ყურადღება მიაქციონ საკუთარ ავტომობილს, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან.