გასულ წელს, დამწყები მეწარმე „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ბენეფიციარი გახდა. აუცილებელი ცოდნა და გამოცდილებაც სწორედ აღნიშნულ პროექტში მიიღო, ხოლო თანადაფინანსების მოპოვების შემდეგ სოფელ ბაკურციხეში მებოცვრეობის ფერმერული მეურნოებაც გააშენა.
“The BO” ანუ „საუკეთესო შესაძლებლობა“ სუფთა ჯიშის სხვადასხვა ტიპის ბოცვრის არაერთ ნაირსახეობას ითვლის. The BO დღეს უკვე ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ფერმაა ბაკურციხეში, სადაც მომხმარებელს ნატურალური, დიეტური და ეკოლოგიურად სუფთა ხორც-პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა აქვთ.