ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფესტივალის მესამე დღე
19/09/2011


  პრესრელიზი

19 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაციოა:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com
+995558929062

BIAFF-ის ფესტივალის მესამე დღე

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:კინოთეატრი აპოლო:

12:00 - „უხილავი სიმები" - ნიჭიერი დები პუსკერები, აგნეს სოსი, უნგრეთი, 2011წ. - დოკუმენტური ფილმების სექცია.

ორი უნგრელი, ნიჭიერი მევიოლინე დების ჯულია და აგნეს პუსკერების შთამბეჭდავი ისტორია. არაბუნებრივად ძლიერი კავშირი დებს შორის, ოჯახის ბუნდოვანი საიდუმლო და ყოველივე ამის გარდაუვალი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე წარმოგვიჩნდება ფილმში. ამ ყოველივეს თან ახლავს შესანიშნავი, კლასიკური მუსიკის პერფორმანსი, რომელიც მატებს ჰაეროვან განზომილებას ფილმს.

17:00 - „ლურჯი კოდი"- ურსულა ანტონიაკა, ჰოლანდია/დანია, 2011წ. - მხატვრული ფილმების სექცია.

მარიანი, შუახნის ასაკის მედდაა, რომელიც მთლიანდ უძღვნის თავს პაციენტებს. ზოგჯერ ის თავს ერთგვარ მხსნელადაც კი აღიქვამს, როცა პაციენტებს ტანჯვას უმცირებს. მარიანისთვის მსგავსი მომენტები, რომლის დროსაც ასე ახლოს იგრძნობა სიკვდილი, აბსოლუტური ინტიმის განცდას იწვევს. საავადმყოფოს "დაცული" სივრცის გარეთ მარიანი მარტოხელა ცხოვრებას ეწევა და ყველა ემოციას თრგუნავს საკუთარ თავში, სანამ ის შემთხვევით ერთობლივ "ვუაერიზმის" აქტში არ ჩაებმება და აღმოჩენს, რომ უცნობი მამაკაცისადმი ლტოლვა უჩნდება.

ბათუმის დრამატული თეატრი:17:00 - „წერილები ცენზურის ქვეშ" - მასიეჟ დრიგასი, პოლონეთი, 2011წ. - დოკუმენტური ფილმების სექცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონელი საზოგადოების სურვილის საწინაამდეგოდ, პოლონეთი შეუერთდა კომუნისტურ ბლოკს. ფილმის მიზანია აჩვენოს პოლონელი საზოგადოების იმჟამინდელი განწყობა პირადი წერილების მეშვეობით. წერილებისა, რომლებიც განიცდიდნენ ცენზურას და ხშირად გამოიყენებოდნენ ავტორების და  ადრესატთა დევნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონით გათვალისწინებული იყო მიმოწერის საიდუმლოების დაცვა.

კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით -  
info@biaff.org

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

წაკითხულია: 3367