ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფილიპინები და საქართველო ეკო-ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ
27/03/2012

პრესრელიზი

27 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკა ბენდელიანი
599287940 
თამარ ალადაშვილი
595119715

ფილიპინები და საქართველო ეკო-ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ  
 

[PUBLICITY.GE] თბილისი,  27 მარტი, 2012 - საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. კონსულის თელმო ლუის ქუნანანის პირველი შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ უმასპინძლა.

„გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკო-ტურიზმი. ამ კუთხით ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის ფილიპინებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და ფილიპინებს შორის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესწავლა და იმ უწყებების დამეგობრება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ეკო-ტურიზმი არის მათთვისაც და ჩვენთვისაც ის საინტერესო სფერო, სადაც ჩვენ გავაგრძლებთ მუშაობას,"
- განაცხადა გიორგი ზედგინიძემ.

ფილიპინების დელეგაცია დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიებით და ეროვნულ პარკებში ეკო-ტურიზმის ხელშეწყობის განვითარებით
. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფილიპინების ეკო-ტურიზმის სპეციალისტების ფართომასშტაბიანი ჯგუფი ეწვევა საქართველოს, მოინახულებს ეროვნულ პარკებს, შეისწავლის ადგილობრივ სერვისებს და პოპულარიზაციას გაუწევს თავის ქვეყანაში.

„საქართველოში ჩვენი ვიზიტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ფილიპინებიდან საქართველოში ეკო-ტურიზმის განვითარებას. გარემოს დაცვის სამინისტროში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და გაოცებული ვარ, იმ სამუშაოებით, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს დაცული ტერიტორიების და ეკო-ტურიზმის მიმართულებით. ვიმედოვნებ, საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო და შედეგს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე ფილიპინებს,"
- განაცხადა კონსულმა თელმო ლუის ქუნანანმა.
გარემოს დაცვის სამინისტრომ სტუმრებს საქართველოს დაცული ტერიტორიებში არსებული ეკო-ტურისტული სერვისები გააცნო და ფილიპინებიდან საქართველოში ფართო ორგანიზებული ტურების მოწყობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ფილიპინებს შორის დაცული ტერიტორიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ეკო-ტურიზმის განვითარებას და ქვეყნებს შორის ეროვნული პარკების დაძმობილებას.      

წაკითხულია: 2803

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში