[PUBLICITY.GE] თბილისი,17 ნოემბერი , 2010 წელი - 2010 წლის 17 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 67 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.250%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 14.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.394%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 14.3% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.