[PUBLICITY.GE] თბილისი,24 ნოემბერი , 2010 წელი - 2010 წლის 24 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10,070%-ით, მაქსიმალური 10,370%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.332%-ით განისაზღვრა.