[PUBLICITY.GE] თბილისი,1 დეკემბერი, 2010 წელი - 2010 წლის 1 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 38 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 12.420%-ით განისაზღვრა.