30 სექტემბერს, ზუგდიდის შ. მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. ორგანიზაციებს შორის ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს, ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელი სტიპენდიის დაწესებას. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ამავე დღეს, დაგეგმილია მომავალი სტიპენდიატების გაცნობაც, რომლის დროსაც სტუდენტებს, საშუალება ექნებათ დეტალურად მიიღონ ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და იმ პროექტების შესახებ, რომელშიც ისინი შესაძლოა ჩაერთონ.
მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და იგი აქტიურად ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე. კერძო ფონდის მხარდაჭერით სამივე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საგანმანათლებლო პროექტებში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში.
წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა პარტნიორობა კიდევ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს, დაიწყო და ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტის გარდა, სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ჯამში 60 მაღალი მოსწრების სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება, მიიღებს ფონდის მიერ დაწესებულ სტიპენდიას.
გპფ-ს მიერ ინიცირებული მომავალი მასწავლებლების წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
ფონდის შესახებ:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2017 წლიდან დღემდე გპფ მოწოდებულია საკუთარი ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი თითქმის 3 მლ. (სამ მილიონ) ლარის ოდენობით.
დეტალური ინფორმაცია:
www.gpf.ge; https://www.facebook.com/GudavadzePatarkatsishviliFoundation