ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/03/2024
ფონდის შეხვედრა სტიპენდიანტებთან

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალისშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და განათლების ფაკულტეტის ხელმძღვანელებსა და ლექტორებს შეხვედა. შეხევდრაში ფონდის სტიპენდიანტებმა და ასევე პროფესიული განათლების ჯილდოს გამარჯვებულებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა სტიპენდიანტებს გააცნო ის სიახლეები და პროექტები რაც ფონდში მიმდინარეობს. ასევე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად შეიძლება დაიგეგმოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში.

შეხვედრის ფარგლებში კოლეჯ ბლქესის ხელმძღვანელმა, პედაგოგმა და წლის სტუდენტმა სტიპენდიანტებს იმ მიღწევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის შედეგადაც 2023 წელს პროფესიული განათლების ჯილდო მოიპოვეს.


წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამა "მომავალი პედაგოგი" ფონ­დის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ, ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.



პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სამი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 100-მდე სტუდენტი დააფინანსა. დღეს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა ნაწილი კი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.



სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდის პარტნიორები არიან: გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სახ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ზუგ­დი­დის შოთა მეს­ხი­ას სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 251