ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფოტოკონკურსების ჩატარების ნოვაციური სისტემა
12/12/2007
 

  

12 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირები: ნინო სიფრაშვილი - მარკეტინგის მენეჯერი
                                   ნინო ილურიძე - პროექტების მენეჯერი
ტელ.: 899 32 26 78, 877 55 08 32
ელ-ფოსტა: ninasipra@yahoo.com
ვებ.გვერდი:
http://www.photolife.ws/

საქართველოში დაინერგა ფოტოკონკურსების ჩატარების ნოვაციური სისტემა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 დეკემბერი, 2007 -  ინტერნეტ-რესურსმა www.photolife.ws  ფუნქციონირება 2007 წლის თებერვალში დაიწყო, მისი ძირითადი მიმართულება საქართველოში ფოტოხელოვნების განვითარებისათვის ხელის შეწყობაა. პროექტის მიზანია ფოტოკონკურსის ჩატარებით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის არსებობდეს პროფესიონალური ინტერნეტ-რესურსი, რომლის ტექნიკური შესაძლებლობები და მიზნობრივი აუდიტორია უზრუნველყოფს მათი პროექტების ნოვაციური და პოპულარული სისტემით მიმდინარეობას.

საიტის მომხმარებლები არიან, როგორც უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი ფოტოგრაფები, ასევე ფოტოგრაფიით სერიოზულად დაინტერესებული ახალგაზრდობა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს მსგავს პროექტებში.

"Photolife"-ის მარკეტინგის მენეჯერის ნინო სიფრაშვილის განმარტებით, „დღესდღეობით არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს ფოტოკონკურსებს სხვადასხვა თემატიკაზე. სამწუხაროდ აღნიშნული ფოტოკონკურსების ჩატარება ხდება მოძველებული და არათანამედროვე სისტემით, რის გამოც მათი მიმდინარეობა ხშირად რჩება მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების მიღმა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის და ციფრული ფოტოგრაფიის განვითარების ფონზე ასეთი პრაქტიკა უცხოეთში ფაქტიურად აღარ არსებობს. მსგავსი ფოტოპროექტები როგორც წესი მიმდინარეობს ფოტოსაიტებზე, სადაც უზრუნველყოფილია პროექტის ონლაინ მიმდინარეობა და აქტიურობა. კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს ნახვის, მასზე აზრის გამოთქმის თუ შეფასების საშუალება აქვს საკმაოდ დიდ აუდიტორიას, ასევე გამჭვირვალეა ჟიურის მუშაობა".

აღნიშნული პორტალის პროფესიონალთა ჯგუფი უზრუნველყოფს კონკურსის საინტერესოდ მიმდინარეობას, აუდიტორიამდე სწრაფად და ადვილად მიღწევადობას, პროექტის პოპულარობასა და მაღალ დონეზე ჩატარებას; ასევე, გამარჯვებული საკონკურსო ფოტოების საბეჭდად მომზადებას, ექსპოზიციის გალერეაში განთავსებას და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.

ორგანზაციის შესახებ:

რესურსის პარტნიორები არიან საქართველოში ფოტოგრაფიის სფეროს წამყვანი ორგანიზაციები "კიკალასტუდიო", "ფოტოსამყარო", "ფუჯიფილმ საქართველო", რომელთა ხელშეწყობით და თანადგომით რესურსზე სისტემატიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის კონკურსები თუ ფოტოპროექტები.

საახალწლოდ www.photolife.ws-ის მხარდაჭერით "ფოტოსამყარო"-მ დაიწყო ფოტოკონკურსი "კვირის ფოტო". გარდა ამისა, სტუდია "კიკალასტუდიომ" და "ფუჯიფილმ საქართველომ" www.photolife.ws-ს მხარდაჭერით 1 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში გამოაცხადეს ფოტოკონკურსი სახელწოდებით "თბილისური ისტორიები".

 

###

წაკითხულია: 8634