ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფოტოკონკურსი “თბილისური ისტორიები”
14/12/2007

  

14 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირები: ნინო სიფრაშვილი - მარკეტინგის მენეჯერი
                                   ნინო ილურიძე - პროექტების მენეჯერი
ტელ.: 899 32 26 78, 877 55 08 32
ელ-ფოსტა: ninasipra@yahoo.com
ვებ.გვერდი:
http://www.photolife.ws/

ფოტოკონკურსი “თბილისური ისტორიები”

[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 დეკემბერი, 2007 -  ინტერნეტ-რესურსი www.photolife.ws, სტუდია “კიკალასტუდიო” და “ფუჯიფილმ საქართველო” 1 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში აცხადებენ ფოტოკონკურსს სახელწოდებით “თბილისური ისტორიები”.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს, თითოეულ მონაწილეს საკონკურსო პორტფოლიოში წარადგენს არაუმეტეს 5 ნამუშევრისა. წარმოდგენილ ნამუშევრებში უნდა აისახოს თბილისური ისტორიები, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საინტერესო მოვლენები და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება.

ფოტოკონკურსის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა შემოქმედების სტიმულირება და ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა.

საპრიზო ფონდი:
• I ადგილი - 200 ლარი, 20%-იანი ფასდაკლების ბარათი (ფუჯის ქსელში) და 5 ფოტოს (41X30) უფასო ბეჭდვა
• II ადგილი - 100 ლარი, 10%-იანი ფასდაკლების ბარათი და 4 ფოტო (41X30) უფასო ბეჭდვა
• III ადგილი - 5% ფასდაკლების ბარათი და 3 ფოტო (41X30) უფასო ბეჭდვა
• ჟიურის სპეციალური პრიზი - 100 ლარი და 10% ფასდაკლების ბარათი

კონკურსის მონაწილეები მათ მიერ წარმოდგენილ ფოტოებს ატვირთავენ www.photolife.ws - ის სპეციალურ გალერეაში, სადაც ყველა მსურველს ექნება აღნიშნული ფოტოების ხილვის საშუალება. ნამუშევრების შეფასება მოხდება ფოტორესურსის შეფასების უფლების მქონე წევრების მიერ და მაქსიმალური ქულების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები, გარდა ამისა, ორგანიზატორები და მხარდამჭერი გამოავლენს ერთ გამარჯვებულს.

 

###
 

წაკითხულია: 7028