პრესრელიზი
15 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
ქ. ოსტინში საირიგაციო სისტემების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები აშშ-ის ქ. ოსტინში გამართულ საირიგაციო სისტემების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო უახლესი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემები და ტექნოლოგიები. აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მას ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
„გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩვენ მოგვეცა კარგი საშუალება გვენახა ირიგაციის უახლოესი მიღწევები და დაგვემყარებინა კარგი კონტაქტები ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ ჩვენთან და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის საქმეში", - განაცხადა ვაჟა კირტავამ.
მსოფლიოში საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სარწყავი და სადრენჟე სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის სამომავლო გეგმები, რომლებსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განახორციელებს.