ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქალთა ფონდი საქართველოში - ქალთა ფონდი საქართველოში
12/02/2013
                                                            პრესრელიზი

12 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნინო ჯინჭარაძე
+555 555 75 70 73
jincharadzenino@gmail.com

ქალთა ფონდი საქართველოში

"Women's Rights - Art in Action"

[PUBLICITY.GE], თბილისი, 12 თებერვალი, 2013 - ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს -"Women's Rights - Art in Action", რომლის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი იწყებს ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის მიხედვითაც იგეგმება სამი მნიშნელოვანი ღონისძიების განხორციელება:

ქუჩის პერფომანსები: One Billion Rising (მილიარდი ამბოხებული) Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი) და ქართველი ქალი არტისტების ნამუშვრების გამოფენა „Auto Nomos (პირადი კანონი), თემაზე  ქალთა სექსუალური უფლებები და
გამოცდილებები. 

1.     ქუჩის პერფომანსი : One Billion Rising -
(მილიარდი ამბოხებული)

2013 წლის 14 თებერვალს მსოფლიოში პირველად ტარდება გლობალური კამპანია „მილიარდი ამბოხებული", რომლითაც ივ ენსლერს -  (ცნობილი დრამატურგი და აქტივისტი, „ვაგინა მონოლოგების" ავტორი),  კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორს, უნდა მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.

კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის. (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე იხ.
http://onebillionrising.org/)

კამპანიის სლოგანია:
მილიარდი ქალის ცეკვა უკვე რევოლუციაა!

საქართველო უერთდება ამ კამპანიას და 2013 წლის 14 თებერვალს, 15:00 სთზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქალთა ფონდის ინიციატრივით მოეწყობა პერფომანსი  -      One Billion Rising  (მილიარდი ამბოხებული).  (ავტორი: ორგანიზაცია „იდენტობა").                              (მ/მ ფილმი კამპანიის ძირითადი იდეის შესახებ -
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gl2AO-7Vlzk)

4. ქუჩის პერფომანსი:
Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 16 თებერვალს 16:00 სთ-ზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება პერფომანსი Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).  (ავტორები: მაია ტაბიძე, ნინო ბექაია, ქეთი ზაზანიშვილი, ნინო გოგოჭური, ქეთი მჭედლიშვილი).                                                                                                                                       

3. გამოფენა: Auto Nomos
(პირადი კანონი)

17 თებერვალს, 18:00 სთ-ზე,  გალერეაში „არტ ავენიუ" (მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5 ) გაიხსნება ქართველი ქალი არტისტების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით,  Auto Nomos  (პირადი კანონი), თემაზე  - ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები (ფოტო, ვიდეო, ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, პოსტერი, შერეული მედია, სხვა). გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

 

წაკითხულია: 3052