„LOL ( league of legend), რომელსაც სამხრეთ კორეაში რაინდების ბრძოლას ეძახიან, ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რთული სპორტულ-კომპიუტერული თამაშია და მსოფლიო ტურნირში მოხვედრა და ასპარეზობა საკმაოდ რთული პროცესია. მიხარია, რომ მე და ჩემს მეგობრებს მოგვიწია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა და საკუთარი ძალების მოსინჯვა. ამ ეტაპზე კი უკვე ახალი გამოწვევებისთვის და ტაივანის ჩემპიონატისთვის ვემზადებით“. - განაცხადა ნიკა ჩხაიძემ.
ნიკა დღეს უკვე ახალი ტურნირებისთვის ემზადება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რამოდენიმე საინტერესო ტურნირი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, სადაც ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე კიდევ ერთხელ ეცდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინებას.