ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართველი პროგრამისტის საუკეთესო შედეგი მსოფლიო ოლიმპიადაზე
15/03/2016

პრესრელიზი

15 მარტი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
  
საკონტაქთო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
maiko@publicity.
+995593260609

ქართველი პროგრამისტის საუკეთესო შედეგი მსოფლიო ოლიმპიადაზე

გასულ კვირას მსოფლიოს საერთაშორისო პროგრამირების ღია ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადა ტრადიციულად ინფორმატიკისა და პროგრამირების დარგში იმართება და წელს იგი მეათედ ჩატარდა. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტმა მონაწილემ.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე წელს საუკეთესო შედეგი ქართველმა ახალგაზრდამ, გიორგი სხირტლაძემ აჩვენა, რომელიც ამ კონკურს პირველად ეწვია. ქართველმა მონაწილემ მაქსიმალური ქულათა რაოდენობა დააგროვა და ჟურისგან საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. ახალგაზრდა ოლიმპიელმა ოქროს მედალი მოიპოვა და დაამარცხა გასული წლების გამარჯვებულები, მათ შორის მსოფლიოს სამგზის ოლიმპიელები. 

გიორგი სხირტლაძე დემირელის კერძო კოლეჯის, მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ასევე გახლავთ საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ლიდერი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში. გასულ წელს გიორგიმ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი აიღო.

 

 

 

წაკითხულია: 5386