ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართლის ღვინის ფესტივალის საკოორდინაციო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტები არ გამოცხადნენ
04/04/2013
 

პრესრელიზი

4 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com

ქართლის ღვინის ფესტივალის საკოორდინაციო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტები არ გამოცხადნენ

,,ქართლის ღვინის ფესტივალის" ჩატარებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე მოწვეული შიდა ქართლის რეგიონის  მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები დღეს გუბერნატორთან, ანდრო ბარნოვთან წინასწარ დაგეგმილ  შეხვედრაზე არ გამოცხადნენ.

„გუშინ საღამოს ჩვენი რეგიონის ყველა თვითმმართველობის ხელმძღვანელი არათუ თანახმა იყო მოსვლაზე, არამედ იყო მათი მხრიდან დიდი დაინტერესება იყო დღვანდელი შეხვედრით. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ოლეგ იაძე, რომელმაც ჩემს მოადგილეს განუცხადა, რომ შეხვედრაზე არ მოვიდოდა, რადგან ასე დაავალეს. სხვა ყველას მხრიდან, ანუ ოთხი საკრებულოს თავმჯდომარეებისა და სამი გამგებლის მხრიდა, იყო სრული მზადყოფნა და დაინტერესება, რომ შეხვედრაზე მობრძანებულიყვნენ. აშკარაა,რომ გუშინ გვიან ღამით ამ ადამიანებთან კოორდინაცია სხვადასხვა მხრიდან. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ დავასახელო  რომელმა მაჟორიტარმა ან პოლიცილემა დაავალა მათ, რომ არ მოსულიყვნენ, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი შეხვედრაზე არავინ მოსულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ცალსახაა, რომ ეს არის ზეწოლა ისევ ამ ადამიანების მიმართ რადგან ფაქტია, რომ მათ ქონდათ პროცესში ჩართვის სურვილი და, როგორც ჩანს, მათ ეს აუკრძალეს. განსაკუთრებით სავალალოა საკრებულოს თავმჯდომარეთა საქციელი, რომლებიც არჩეული ლიდერები უნდა იყვნენ და სინამდვილეში კი თითოეულს ათი უფროსი ყავს. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ თანდათანობით ისინი მაინც გამოერკვევიან და გაიგებენ, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ რეალურად.

ეს პროექტი მაინც განხორციელდება. ვერ წარმომიდგენია ვერანაირი მექანიზმი, რომელიც შეიძლება ამ საქმეს წინ გადაეღობოს. ესაა ის საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თუ ვლაპარაკობთ აგროსექტორის განვითარებაზე ეს არის რეალური გზა ამ განვითარებისა. მე არ მინდოდა, რომ მუნიცილაპიტეტებს ტელევიზიით გაეგოთ ფესტივალის შესახებ, მქონდა სურვილი, რომ ისინი თავიდანვე ჩართულიყვნენ ამ პროცესში, თუმცა მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები ასეთი მასშტაბის ღონისძიებასთან დაკავშირებით და, ცხადია, ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. ასე რომ, მათთან კოორდინაციას აუცილებლად გავაგრძელებ,"  განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის და რეგიონის მეღვინეთა მხარდაჭერის მიზნით ანდრო ბარნოვი ,,ქართლის ღვინის ფასტივალის" ჩატარების ინიციატივით ერთ თვის წინ გამოვიდა. წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ,,ღვინის კლუბის" წარნმომადგენლებს და მათთან ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. გარდა ამისა საუბარი შეეხო ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის  ჩამოყალიბების საჭიროებასაც, რომელიც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ხარისხის კონტროლის, ღვინის ბრენდირების და რეალიზაციის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება ადგილობრივ მეღვინეებს. ,,ქართლის ღვინის ფესტივალის ჩატარება" მაისის თვეში იგეგმება.

წაკითხულია: 2187