პრესრელიზი
21 დეკემბერი, 2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თაკო ჯიბუტი
მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის მენეჯერი,
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ტელ: 877 46 55 90
ვებ-გვერდი: www.gau.ge
მარიამ ცერცვაძე
ელსა-ს წარმომადგენლობის წევრი
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
ტელ: 895 28 12 94
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) ოფიციალური წარმომადგენლობა შეიქმნა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 დეკემბერი, 2010 წელი - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა - http://www.elsa.ge/; http://www.elsa.org/) ოფიციალური წარმომადგენლობა შეიქმნა.
წარმომადგენლობა მიზნად ისახავს ქაუ-ს სტუდენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ასოციაციის პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ და შესაძლებლობას აძლევს წამომადგენლობაშივე მიიტანონ ელსა-ში გასაწევრიანებლად საჭირო დოკუმენტები.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია არის მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია ევროპის 42 სახელმწიფოში და აერთიანებს 30 000 წევრს ქსელის მასშტაბით.
2009 წლის 28 ოქტომბერს, რუმინეთში, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე საქართველო ერთსულოვნად იქნა მიღებული საერთაშორისო ასოციაციის წევრად.
ასოციაციის მიზანია სამართლებრივი მიმართულებით განავითაროს ახალგაზრდული ურთიერთობები და საერთაშორისო ხასიათი შესძინოს მას, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.
ელსა ახორციელებს მრავალ მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს, ასოციაციის წარმომადგენლობა ქაუ-ში ამ პროექტებში სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ასევე, ქაუ-ში ელსას წარმომადგენლობის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს ქაუ-ს სტუდენტთა აქტიურობა და ხელი შეუწყოს მათ საინტერესო იდეების განხორციელებასა თუ პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
###