ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართული ენის შესწავლის ახალი შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის
05/03/2013

5 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო';
ტელ: 595 221 999;
ელფოსტა:
Anuka@osgf.ge

ქართული ენის შესწავლის ახალი შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის

6 მარტს,   16  საათზე  ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს   სთავაზობს ქართული ენის შესწავლას ელექტრონულად.

„ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი" განთავსებულია  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ვებგვერდზე:  www.ice.ge/elearning_geo

განხორციელებული
პროექტი პირველი უფასო ელექტრონული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით.

ელექტრონული კურსი საშუალებას აძლევს კომპიუტერის ნებისმიერ მომხმარებელს,  ასაკის შეუზღუდავად, ეტაპობრივად, საფუძვლიანად შეისწავლოს ქართული ენა - ლექსიკა, გრამატიკა, ფრაზეოლოგია; გამართოს მეტყველება, დახვეწოს წერის კულტურა. იგი ენის ფლობის დონეთა ევროპული სტანდარტის მიხედვითაა აგებული. A1 დონეზე 40 თემაა შემოთავაზებული. ყველა ინსტრუქცია და გრამატიკის ბლოკი წარმოდგენილია როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. A1, A2 და B1 დონეები მთლიანობაში 100 თემას აერთიანებს.

კურსი შეიცავს 316 (რვა ტიპის) ინტერაქტიულ სავარჯიშოს, 142 საკითხავ ტექსტს, 702 ზეპირ და წერით სავარჯიშოს, 168 თვითშეფასების ტესტს, 125 აუდიოფაილს, 33 ანიმაციურ ფაილს, 12 ვიდეო- და 161 გრაფიკულ ფაილს.

 

წაკითხულია: 3079