პრესრელიზი
10 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი
პიარ სააგენტო PRIMA + / პიარ მენეჯერი
ტელ: 931377
მობ: 893 31163
ქართული პროდუქციის მხარდამჭერი აქცია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 ოქტომბერი, 2008 - ვერის პარკში, ქართული პროდუქციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ღონისძიების სპონსორი ერთერთი საუკეთესო ქართული ბრენდი არაყი “რუსთავი” იყო. “რუსთავი” მომხმარებლებს ქართულ ხარისხიან პროდუქციას თავაზობს. აქციის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა იყო, აგრეთვე, ქართული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა გურამ საღარაძემ და ჯემალ ღაღანიძემ. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ მოქალაქეები, სტუდენტები, რომლებმაც უნდობლობა გამოუცხადეს რუსულ არაყს და დააფიქსირეს ქართული არაყ “რუსთავი”- ს უპირატესობა. ღონისძიებაზე დარიგდა არაყ რუსთავის სუვენირები, ასევე მოეწყო დეგუსტაცია და კოქტეილების კონკურსი. ღონისძიების
ორგანიზატორი პიარ სააგენტო PRIMA +
###