9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო კონკურსში „საკურა" უმაღლესი ჯილდოები - ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
დაჯილდოებული ღვინოებია:
ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი. 2005" კომპანია „კახური";
ოქრო - „საფერავი. 2008", კომპანია „კახური";
ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013", კომპანია „ლუკასი";
ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013", კომპანია „თელავის ღვინის მარანი";
ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007" კომპანია „თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013", კომპანია „შუმი";
ვერცხლი - „ნაფარეული. 2013", კომპანია „შუმი";
ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012", კომპანია „თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - „საფერავი ქვევრის. 2011", კორპორაცია „ქინძმარაული".
„საკურას" საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.
„საკურას" კონკურსში „ორმაგი ოქროს" ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.