პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)’’, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი) და თბილისში ახორციელებს.
2019 წლის მაისსა და ივნისში, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, სამიზნე რეგიონების სკოლებში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი გაიმართა, რომლის მიზანს სკოლებში ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. კონკურსის ფარგლებში, 89 სკოლამ 41 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვა, რომელიც WMTR II პროგრამის პარტნიორ კომპანიებს გადაეცათ გადასამუშავებლად. შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა 7 გამარჯვებული სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ WMTR II პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ხუთდღიან მწვანე ბანაკში.
დაჯილდოების ცერემონიას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი ესწრებოდნენ.