ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქეთი ნიჟარაძის ლექსების კრებულის “ფრენა - პასუხები ბეგბედერს” პრეზენტაცია
25/12/2012

პრესრელიზი

25 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ქეთი ნიჟარაძე
555177799
მარიკა ბაკურაძე
593902908

ქეთი ნიჟარაძის ლექსების კრებულის "ფრენა - პასუხები ბეგბედერს" პრეზენტაცია


სამშაბათს, 25 დეკემბერს 20 საათზე გამომცემლობა "ინტელექტი" გთავაზობთ ქეთი ნიჟარაძის ლექსების მე-4 კრებულის - "ფრენა - პასუხები ბეგბედერს" პრეზენტაციას ფესტივალ-რესტორაცია "დივანში".

ლექსების კრებული ცნობილი ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბედბედერის ნოველის პასუხადაა დაწერილი. ნოველა, სახელწოდებით "სევდა რუასი-შარლ დე გოლის აეროპორტში",  მთლიანად კითხვებითაა შედგენილი. ქეთი ნიჟარაძის წიგნი კი არის 19 ლექსი - პასუხი 19 ყველაზე რთულ და საინტერესო კითხვაზე. 

წიგნი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, იგეგმება პრეზენტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. თებერვალში პრეზენტაცია გაიმართება ათენში, რაც საბერძნეთის მასმედიით უკვე დაანონსდა.

დღევანდელ პრეზენტაიაზე ლექსებს წაიკითხავს/ბეგბედერს უპასუხებს 4 წარმატებული ქალი  - ავტორი ქეთი ნიჟარაძე, ტელეწამყვანი და მსახიობი ნელი აგირბა, ლიტერატურულ პრემია "საბას" მფლობელები - მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, ტელეწამყვანი და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე. პრეზენტაციას ექნება პერფორმანსის სახე.

ლექსები ინგლისურად თარგმნა საბა ლეკვეიშვილმა. კრებულს დართული აქვს თეონა დოლენჯაშვილის საინტერესო წინასიტყვაობა. ორიგინალური გარეკანი ეკუთვნის ნელი აგირბას. საბერძნეთში პარტნიორია საბერძნეთის კულტურული ცენტრი "კავკასია".

წიგნში დატანებულია უტექსტო გვერდი მკითხველთა პასუხებისთვის. ამავე მიზნით ფუნქიონირებს Facebook-ის გვერდი "პასუხები ბეგბედერს/The Replies to Beigbeder". და საუკეთესო ლექსები გამოქვეყნებული სოციალურ მედიაში და ჩაწერილი წიგნში, შევა ახალ კრებულში. მკითხველის პასუხების კრებული 3 თვეში გამოიცემა. საუკეთესო ლექსების ავტრები დაიბეჭდებიან და რამდენიმე გამარჯვებული დაჯილდოვდება. კონკურსის პირობები პრეზენტაციაზე გამოცხადდება.

წაკითხულია: 2710