პრესრელიზი
26 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიბე
ქეშ&ქერი მენეჯმენტ ჯგუფი
+995 32 141627
ქეშ & ქერი უკვე საქართველოშია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 მაისი,2010 - საქართველოში პირველი ქეშ & ქერი - „ჯიბე" გაიხსნა .
პროექტი წარმოადგენს პირველ ორგანიზებულ საბითუმო ვაჭრობის ერთადერთ ანალოგს ამიერკავკასიის მაშტაბით.
პირველი ქეშ & ქერი უკვე ფუნქციონირებს ქალაქ ზუგდიდში. უახლოეს პერიოდში იგეგმება ფილიალის გახსნა თბილისში, ხოლო წლის ბოლოსთვის „ჯიბე" - ქეშ & ქერის საბითუმო ობიექტების ქსელი ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში იფუნქციონირებს.
ქეშ & ქერი მსოფლიოში გავრცელებული ორგანიზებული საბითუმო ვაჭრობის ფორმაა,სადაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტის რეალიზაცია წარმოებს პირდაპირ მსხვილი საბითუმო ცენტრებიდან, მხოლოდ საბითუმო ფასებში.
ქეშ & ქერის მომხმერებელია ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაცია, კომერციული ობიექტი ან დაწესებულება. ისეთები როგორიცაა: მაღაზია, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ოფისი, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ. აქ ვაჭრობა მიმდინარეობს მომხმარებლის პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
„ჯიბე" - ქეშ & ქერი აქტიურად თანამშრომლობს პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან. ურთიერთხელსაყრელი ბიზნეს პირობები და მათი მუდმივი დაცვა „ჯიბე"-ქეშ & ქერის დევიზია.
ბაზარზე პროდუციის მიწოდების ერთ-ერთი მსხვილი არხი და მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვის უნიკალურ შესაძლობლობას სწორედ ქეშ & ქერი იძლევა. ცოდნისა და ენთუზიაზმის სინთეზი უცხოელ პარტნიორებთა ერთად ქმნის ასპარეზს ქართულ ბაზარზე ნოვატირული პროექტების განხორციელებისთვის.