ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საინფორმაციო ტური თბილისში
02/02/2011

პრესრელიზი

2 თებერვალი, 2011   
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
  

საკონტაქტო ინფორმაცია:
CiDA- ზვიად დევდარიანი,
877 46 03 35

ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საინფორმაციო ტური თბილისში

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 თებერვალი, 2011 წელი -  2011 წლის 2-4 თებერვალს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის (მათ შორის ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციები) ორგანიზება უკეთდება საინფორმაციო ტურს თბილისში.

ტურის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებს და მოისმენენ ინფორმაციას მათ უწყებებში მიმდინარე რეფორმების პროცესის შესახებ. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ რეფორმის განმახორციელებელ პირებს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ პასუხები.

საკუთარ მუნიციპალიტეტებში დაბრუნების შემდგომ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები (მათ შორის ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციებიდან) გამართავენ შეხვედრებს ადგილებზე, რათა საკუთარ თემებს გააცნონ საინფორმაციო ტურის დროს მიღებული ინფორმაცია.

ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საინფორმაციო ტური ინიცირებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ. საინფორმაციო ტური ორგანიზებულია საქართველოს უშიშროების საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით.

საინფორმაციო ტურის პარტნიორები არიან:

  • 1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
  • 2. საქართველოს პარლამენტი
  • 3. ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • 4. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • 5. საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 7. საქართველოს მთავარი პროკურატურა
  • 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 9. საქართველოს განათლების სამინისტრო
  • 10. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
  • 11. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
  • 12. საქართველოს პარლამენტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ბიურო
  • 13. გაეროს ასოციაცია

###

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი" ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ.

პროექტი დაიწყო 2010 წლის სექტემბრიდან და დასრულდება 2011 წლის აგვისტოში.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს სამოქალაქო ორგანიზაციების რესურს-ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვემო ქართლის დამწყები და მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერას საოფისე ფართითა (ტრენინგ და საკონფერენციო) და ტექნიკური რესურსებით; ბიბლოთეკით და ხელს უწყობს სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. ცენტრი ახორციელებს სამოქალაქო ორგანიზაციების ინტერესების დაცვასა და იურიდიული კონსულტაციას; სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას კამპანიებით, მედია ღონისძიებებით და სხვა. სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრების ორგანიზებას ფონდებთან; ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის (მედია, ადგილობრივი თვითმმართველობა). ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციებისთვის მიმდინარეობს კომპიუტერისა და ქართული ენის კურსები. სამოქალაქო განვითარების სფეროში საუკეთესო პროექტებისთვის 5 გრანტის გაცემაა გათვალისწინებული USD 2000 მოცულობით. პროექტი ახალისებს  სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას შორის ეფექტური თანამშრომლობას:  სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცენტრის საქმიანობის პოპულარიზება ხდება საინფორმაციო პორტალზე
http://www.kvemokartli.ge/.

წაკითხულია: 3765