ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი
13/07/2011

პრესრელიზი

13 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ზვიად დევდარიანი
995 341 2
5 88 22
995 77 46 03 35
zviad@cida.ge

http://www.cida.ge/
http://www.kvemokartli.ge/

ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი

2011 წლის 19 ივლისს, 12:00-16:00 საათამდე, ქალაქ რუსთავის კინოთეატრ „რუსთაველში" გაიმართბა ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების არასამთავრობო ორგანიზაციების, ეროვნულ დონეზე და რეგიონში მომუშავე საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციებისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფორუმი საზეიმოდ გაიხსნება 12:00 საათზე, რუსთავში, კინოთეატრ „რუსთაველში", მისამართზე: მეგობრობის # 12ა

ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს:

  • 1. ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა;
  • 2. ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პუბლიკაციებისა და სხვადასხვა პრუდუქციის გამოფენა;
  • 3. ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაციები;
  • 4. ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ვიდეო რგოლების ჩვენება;
  • 5. სამოქალაქო ორგანიზაციების ახალი ვებ-საიტის http://www.cso.ge/ პრეზენტაცია;
  • 6. ლექცია საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობის შესახებ.

სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმი ხორციელდება პროექტის „ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მხარდაჭერით.

წაკითხულია: 2741