ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქრისტიანების დევნასა და რელიგიურ შუღლს აიესაი გამოეხმაურა და ამ თემაზე სასაუბროდ დეკანოზი მამა თეოდორე გიგნაძე მოიწვია
24/04/2015
პრესრელიზი

24 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
რუსუდან მჭედლიშვილი
ტელ: 598 73 31 32
e-mail: rusudan.mtchedlishvili@isie.ge
ელ. გვერდი http://isie.eu/


ქრისტიანების დევნასა და რელიგიურ შუღლს აიესაი გამოეხმაურა და ამ თემაზე სასაუბროდ დეკანოზი მამა თეოდორე გიგნაძე მოიწვია

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა(ISIE) პროექტის „სტუმარი აიესაიში" ფარგლებში დეკანოზ მამა თეოდორე გიგნაძეს მასპინძლობს თემით „ქრისტიანთა მასობრივი დევნა 21-ე საუკუნეში".

შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 23 აპრილს 19 საათზე თბილისის სასწავლო უნივერსტეტში(ნინოშვილის 55)

მიმდინარე მწვავე მოვლენებიდან გამომდინარე,დეკანოზი გამოეხმაურება სირიაში მომხდარ მოვლენებსა და მსოფლიოს მასშტაბით ქრისტიანთა დევნას. იგი განიხილავს და ისაუბრებს რელიგიური შუღლის, მათ შორის სირიაში ქრისტიანების შესამცირებლად მიმართული ძალების, ლიკვიდაციის ფაქტების, ტერორისტული აქტებისა და სხვათა შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ „Publicity"თვალ-ყურს ადევნებს და ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ცხოვრებაშიმიმდინარე აქტუალურ პრობლემებსა და თემებზე, ვფიქრობთ, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც საინტერესო იქნება ზემოაღნიშნული ღონისძიების გაშუქება.

#

წაკითხულია: 5321